გიყვარს ხალხთან საუბარი და ყურადღების ცენტრში ყოფნა? მოდი და გახდი ევოლუშენის სახე!
კომპანია „ევოლუშენი“ ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ ადამიანებს გაყიდვების აგენტის პოზიციაზე — დროებით, მაგრამ დიდი შანსით სამომავლო დასაქმებისთვის.
📍რას გააკეთებ?
- იქნები ჩვენი წარმომადგენელი ხალხმრავალ ლოკაციებზე
- ესაუბრები პოტენციურ კანდიდატებს, გაუზიარებ ინფორმაციას ჩვენს ვაკანსიებზე
- დააინტერესებ ხალხს ჩვენთან დასაქმებით
- მოკლედ, იქნები ადამიანი, ვინც ჩვენს ისტორიას აცოცხლებს რეალურ ცხოვრებაში
🧠 რას ველოდებით შენგან?
- ხალხთან ურთიერთობით სიამოვნების მიღებას 😄
- გქონდეს პოზიტიური ენერგია და მოტივაცია
- იყო პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული
- თუ გაქვს გამოცდილება გაყიდვებში — დიდი პლუსია, მაგრამ არა აუცილებელი
🎁 რას გაძლევთ ჩვენ?
- მოქნილ გრაფიკს 🔄
- 1 თვეში თანხის გამომუშავების შესაძლებლობას და შანსს დარჩე გუნდში უფრო დიდხანს
- განვითარების შესაძლებლობა
- სტაბილურ ხელფასს + ბონუსებს 💸
📩 არ მოგერიდოს — დაგვიკავშირდი და გავატაროთ ზაფხული ერთად!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე 4 ივლისამდე